რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, ვინიცაში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არის მსხვერპლი

რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინციდენტის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. სამუშაოები ნანგრევების გასასუფთავებლად გრძელდება“, - აცხადებს სერგეი ბორზოვი.

მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ კიევის ოლქში, დედაქალაქის მისადგომებთან, საჰაერო თავდაცვა მოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია