რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი

უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ კიპერ იუწყება.

„მძიმე დაშავებულები არიან მედიკოსებსა და მაშველებს შორისაც. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზუსტდება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისი ინფორმაციით, დაღუპულები მან მედიკოსი და მაშველი არიან, რომლებიც ადგილზე პირველი დარტყმის შემდეგ მივიდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20 ადამიანი, მათგან ხუთი მაშველი.

მათივე ინფორმაციით, პირველი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მეორე დარტყმა კი მაშინ განხორციელდა, როდესაც მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რის შედეგადაც მაშველები დაიღუპნენ და დაშავდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია