გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის თანამშრომელმა ორი ადამიანი დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელმა, ქალაქის ცენტრში ცივი იარაღით ორი ადამიანი დაჭრა.

არსებული ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ინციდენტი ამით არ დასრულებულა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე, მსუბუქად დაჭრილი მამაკაცი წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელთან მომხდარიდან ორ დღეში საქმის გასარჩევად ისევ მივიდა, რასაც ამჯერად ქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაც მოჰყვა. თუმცა, არავინ დაჭრილა.

გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება წლების წინ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს