გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სპფლებში - ღულელები, სიმონიანთხევი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში;

მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი,, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ციხევდავი და მიმდებარე სოფლებში; 13:05-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში ასევე შეეზღუდებათ ელექტროენერგიით სარგებლობა.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ