ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ლინდსი გრემთან შეხვედრისას უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხები განიხილა.

„მე ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია და ჩვენი არმიის პრიორიტეტული საჭიროებები გავაცანი. პარტნიორების მხრიდან სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელ სენატორთან უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლის გაძლიერებისა და რუსული გაყინული აქტივების კიევის საჭიროებებისთვის გამოყენების საკითხებზე ისაუბრა.

სენატორმა გრემმა განაცხადა, რომ მას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება სურს.

„მე ბაიდენის ადმინისტრაციას ვთხოვ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს“, - განაცხადა ლინდსი გრემმა.

ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია