რომან გოცირიძე - როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს

როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ეს არის „უნიჭო პროპაგანდა“, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ ისტორია დასჯის და განსჯის.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ კვლავ განაახლა თავისი მავნებლური პროპაგანდა, წამოიწყო ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია, ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ აშშ-ს ზედ გულში დაუმიზნა. ძალიან სასაცილო იყო გუშინდელი ანტიამერიკული კამპანიის გამოცხადება, რომელიც პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაახმოვანა სპეციალური ბრიფინგით და დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მხარი აუბა. თურმე რა პრეტენზია აქვთ აშშ-თან-რატომ არ არის უვიზო რეჟიმი? რატომ არ არის აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა? რატომ არ დაფრინავს აშშ-ში საქართველოდან პირდაპირ თვითმფრინავი? მერე „საუკეთესო მეგობრის“ მაგალითიც დაასახელა, აგერ ჩინეთთან ხომ გვაქვს ყველაფერი ეს. ახლა დაიწყეს დამუნათება, საყვედური იმ ქვეყნის, რომლის დახმარება რომ არა, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა. მხოლოდ აშშ-მ საკუთარი ბიუჯეტიდან და სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს დახმარების სახით გაუწია 5 მლრდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება ევროკავშირის გარდა, ხელისუფლებასაც გადასწვდა.

„ევროპასთან ხომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, რას ერჩოდით ევროკავშირს 2 წელი რომ ლანძღვა-გინებაში იყავით? ე.წ. ხალხის ძალა პარტიად რომ შექმენით და პარტიად დააგვირგვინეთ, „ქართული ოცნება 2“ რომ მოგვევლინა, მათი მთავარი დავალება ივანიშვილის მხრიდან რა იყო გახსოვთ? თურმე ევროპა ბიძინა ივანიშვილს თავის ფულს არ აძლევს, სანამ საქართველო ომში არ ჩაერთვება და ბევრი სხვა სისულელეები. ეს არის უნიჭო პროპაგანდა. როდესაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული გამოსვლებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“, ეს პრორუსულ პოზიციაზე დგომას ნიშნავს“, - განაცხადა გოცირიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია