„საქსტატი“ - 2023 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 321.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.

მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის IV კვარტალში 0.7 პროცენტით განისაზღვრა.

„2023 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (25.9 პროცენტი), განათლება (30.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (17.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება(16.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.9 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-8.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-10.6 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-4.5 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), მშენებლობა (9.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი), განათლება (5.2 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს