ცესკოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორს ფრანკ დეშლერს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს ლირი კოპაჩი დი მიშელს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა ცესკოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და მადლობა გადაუხადა მათ პარტნიორობისა და საარჩევნო პროცესების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ პარლამენტის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ცესკო აქტიურად ემზადება. ინტენსიურად გრძელდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და საგანმანათლებლო პროექტები. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს