„ალდაგი“ - სასტუმრო „ამბასადორი“, ხანძრის შემდეგ, პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისიდან ფუნქციონირებას სრულად განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს

სასტუმრო „ამბასადორი“, ხანძრის შემდეგ, პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისიდან სრულად განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. სასტუმროს ნაწილი და რესტორანი „მოზაიკო“ გასულ წელს, ხანძრის შედეგად დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ზიანის ასანაზღაურებლად, „ალდაგმა“, 2 მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. „ამბასადორი“ კომერციული ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება და სასტუმრო უკვე დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას.

„ალდაგის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეონა კვიციანმა იმედი გამოთქვა, რომ კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის არსებობის აუცილებლობა და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების ამ სახით მართვა უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკა გახდება.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. მსგავსი მასშტაბის ზიანის შედეგების აღმოფხვრა, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევის არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი. იმედი გვაქვს, რომ კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის არსებობის აუცილებლობა და ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების ამ სახით მართვა უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკა გახდება”, - აღნიშნა თეონა კვიციანმა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია