გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე - დარბაზში როგორ შემოდიან, როდესაც პოლიციაზეა ლაპარაკი - სადისტების „კლანი“ გაზარდეს

საერთოდ დარბაზში როგორ შემოდიან, როდესაც პოლიციაზეა ლაპარაკი, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს დანაშაულები იქნა ჩადენილი, მათ შორის, პოლიციელების მიმართ.

„იმ პერიოდში, როდესაც რაღაც პრივილეგია გაქვს, უფლება გაქვს იმოქმედო ისე, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ და სასჯელს არავინ დაგადებს - აი, ამ ვითარებაში ახალგაზრდა კაცების და ქალების გონებაზე იმოქმედეს და ჩამოაყალიბეს სადისტებად. სადისტების კლანი გაზარდეს. ჩვენს თვალწინ ქუჩაში ბიჭები დახვრიტეს და ტელევიზიაში აჩვენებდნენ როგორ ღლიცინებდნენ ამ ადამიანების ცხედრებთან და რამდენი კიდევ ტელევიზიით არ აჩვენეს.

ნამდვილად არ მეგონა, რომ პოლიციის საკითხის განხილვისას ესენი დარბაზში იქნებოდნენ. ახალგაზრდა კაცი მწერს საფრანგეთიდან, რომელიც სამკურნალოდაა წასული - ხერხემალი დაუზიანეს და ტკივილისგან ფეხებს იჭრიდა, ეგონა რომ ნერვს გადაიჭრიდა და ტკივილი გაუვლიდა. ასეთი რამდენი ადამიანი იყო, პოლიცია იღებდა ამ წამებაში მონაწილეობას. რასაკვირველია, იქაც ბევრი იყო ღირსეული და დღესაც ბევრი მუშაობს, ამაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია უნამუსობაზე, ადამიანების მოტყუებაზე, მოტყუებაზე არა მხოლოდ ეკონომიკურ თემასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ დანაშაულებრივი მმართველობის მთელი სისტემა შექმნეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს