შემოსავლების სამსახურის  წარმომადგენლებმა საფინანსო სექტორს ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) ტექნიკური  საკითხები გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ფინანსური ინსტიტუტების (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების და სხვა) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებს ფინანსური ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მიზანია, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მიეცეთ რეკომენდაციები ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთო მოდელის/სტანდარტის წესისა და პირობების შესახებ, რომელიც შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ.

უწყებაში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ საინფორმაციო ცენტის ხელმძღვანელი, ნოდარ კაკრიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დაჩი ქინქლაძე და CRS-ის საიმპლემენტაციო ჯგუფის წევრები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს