სანდრო რაქვიაშვილი - საზღვარგარეთ რაც შეიძლება მეტი უბანი უნდა გაიხსნას - პირიქით თუ მოხდება და არ გავხსნით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს

რადგან ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთში ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს, - ამის შესახებ გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირიქით თუ მოხდება და სხვადასხვა ქვეყანაში საერთოდ არ გაიხსნება უბნები, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს.

“ზოგადად, მე ვემხრობი იდეას, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გაიხსნას უბნების საზღვარგარეთ. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრმა ადამიანმა მისცეს ხმა, შეიძლება ბევრმა მაინც ვერ მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, აქტიურობა ყოველთვის ძალიან დაბალია, მაგრამ რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს. დამატებით 100-მა უბანმა სულ რამდენიმე ათასი ადამიანის ხმა რომ დაუმატოს არჩევნებს, მაინც მნიშვნელოვანი იქნება. იმ ადამიანებისთვისაც, რომელიც ემიგრაციაში არიან, რომ ჩვენ მათ აზრს ვუსმენთ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უბანი უნდა გაიხსნას. პირიქით თუ მოხდება და საერთოდ არ გავხსნით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს. ეს მათთვისაც ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით