რუსთავში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე „აზდაკის ბაღის” თეატრის სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა

რუსთავმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „აზდაკის ბაღის“ ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა.

რუსთავის მერიის ცნობით, თეატრის დასმა, რუსთაველ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „Hellados"-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა.

მათი ინფორმაციით, პრემიერას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ.

„რუსთავმა „აზდაკის ბაღის“ თეატრს ვუმასპინძლეთ. მთელი მსოფლიო და საქართველოც აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს და ამ არაჩვეულებრივი თეატრის დასთან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სიმბოლური და საკმაოდ ემოციური იყო. იყო საოცრად თბილი სპექტაკლი და ამ დღისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კულტურის სამსახურს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„აზდაკის ბაღის“ თეატრი უკვე მეცხრე წელია რაც არსებობს, დასის შემადგენლობაში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ამ ეტაპზე ოცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა შედის. ინტეგრირებული თეატრის მიზანია, შშმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და საყვარელი საქმით შემოსავალიც ჰქონდეთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს