ილია დარჩიაშვილი - თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ჩვენ ოპონენტებს არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ - ძალიან ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ

სიმართლე გითხრათ, თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი, რომ ჩვენ ოპონენტებს აქ, არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის კითხვებს, რომელიც მას ინტერპელაციის წესით დაუსვეს.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, რაზეც დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, ფაქტობრივად, ყველაფერი ტყუილი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი და უსამართლო შეფასება მოვისმინეთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ დღევანდელი საუბარი, განხილვა სასარგებლო იქნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დროებით ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მათ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა გამოხატოს საკუთარიო კონსტიტუციური უფლება და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. სიმართლე გითხრათ, თავიდან სეროზულად დავიწყე კითხვების მონიშვნა და მერე მივხვდი,რომ ჩვენ ოპონენტებს აქ, არანაირი მიზანი არ ჰქონდათ კითხვა დაესვათ და პასუხი მიეღოთ. შესაბამისად, თქვენ დროს არ წავიღებ. მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, უსამართლო შეფასება და მინდა რამდენიმეზე შევჩერდე. ბატონმა ვაშაძემ, პრაქტიკულად ყველაფერზე, რაზეც ისაუბრა, ტყუილი იყო და არაფერს ეფუძნებოდა. ის ზედაპირულად საუბრობდა და არანაირი ფაქტი მას არ ჰქონია. ის საუბრობდა,რომ თითქოს რომ თითქოს ვინმეს უარი უთხრეს რეგისტრაციაზე, საკონსულო აღრიცხვაზე ვგულისხმობ, ესეც არის ტყუილი. მან ნამდვილად ორი წერილი მოგვწერა საუბარი იყო ექვს ადამიანზე, სამი ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე უკვე რეგისტრირებული იყო.დანარჩენ სამ ადამიანზე, ანუ ერთ და იგივე ადამიანზე ორჯერ მოგვწერა იმიტომ,რომ ეფექტი ჰქონოდა, თითქოს ბევრი ადამიანია ის, ვინც ცდილობს და რეგისტრაციას ვერ ახერხებს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ვაშაძეს შეუერთდა თინა ბოკუჩავაც და მის მიერ ნათქვამ რამდენიმე ფრაზას დეპუტატმა საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა.

„მე არ მითქვამს, ქალბატონო თინა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეებისგან მისამართს,რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. თქვენგან განსხვავებით ჩვენ მათ არ ვთხოვთ საბუთს, თუ სად ცხოვრობენ ისინი, რომელიც არის უზარმაზარი ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება დავით ხაჯიშვილს, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, ვერ გაიგო რაზე საუბრობდა ხაჯიშვილი, ამიტომ დეპუტატს მოუწოდა,რომ „მოლდოვის საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობას [სჯობს] ჯერ გაეცნოს საქართველოს კანონმდებლობას“.

ამასთან, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო არარის ის უწყება, რომელიც ხსნის ან არ ხსნის საარჩევნო ოლქებს ან უბნებს, სამინისტრო ცესკო-ს ეხმარება არჩევნების ადმინისტრირებაში.

რაც შეეხება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პირობებში დაახლოებით, 15 ახალი საელჩო, თუ გენერალური საკონსულო გაიხსნა.

„ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმერ ქალაქში გავხსნათ დიპლომატიური სტატუსის მქონე წარმომადგენლობა, ეს არის სრულიად უსაფუძვლო ნარატივი, ამას არცერთი ქვეყანა არ აკეთებს და მსგავსი არანაირი პრაქტიკა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინფორმაცია, თუ სად ცხოვრობენ, სად არის კონცენტრაცია, რომელიც დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად უკვე ცესკო-ს საშუალებას აძლევს ჩვენი შესაბამისი უბნის გახსნის, თუ საარჩევნო ოლქის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მინდა, მიუხედავად ბევრი ტყუილისა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ უმაღლესი ტრიბუნით, მოქალაქეებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო გამოვხატო და მათ ვუთხრა, ჩვენი ხელისუფლების ხედვა ასეთია,რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი არიან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მიმართა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს,რომ მაქსიმალურად ეცადონ, მოხდეს მათი აღრიცხვა და თუ ამას ვერ მოახერხებენ კოდექსით გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომ მათ უბრალოდ რეგისტრაცია შეუძლიათ არჩევნებამდე 19 დღით ადრე, რათა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ძალიან უმნიშვნელოვანეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„საკონსულო აღრიცხვა არ უკავშირდება მხოლოდ საარჩევნო უფლებას, ეს არის ჩვენთვის ინფორმაცია, რომ თქვენთვის უზრუნველვყოთ დაცვა ყველა საჭირო სამართლებრივი მექანიზმის და სერვისების მოწოდება, რომელიც თქვენ სჭირდებათ ადგილზე, იმ პერიოდში, როდესაც იმყოფებით ჩვენი ქვეყნისგან მოშორებით”, -მიმართა დარჩიაშვილმა ემიგრანტებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო