სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.

სლოვაკ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 11 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უწევს.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ქვეყნის პარლამენტის მოქმედი სპიკერი, პეტერ პელეგრინი, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უჭერს და ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი ითვლებიან.

სლოვაკეთში საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია