დიმიტრი მედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე - ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად ქვეყნისა და სტატუსისა, ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა - ელოდეთ, ნაძირლებო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა.

"ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, ამიერიდან ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა, ელოდეთ, ნაძირლებო", - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია