პარტია „ახალი“ - ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის

ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პარტიაში განმარტავენ, რომ ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად.

“2024 წლის 22 მარტს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ, განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისთვის" საკითხი დახურულია და მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარებას. ასევე, დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დასანქცირებულმა სასამართლო კლანმა ერთი-ერთში გაიმეორა მმართველი პარტიის დეზინფორმაციული გზავნილები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმების დისკრედიტაციის მიზნით. ეს კი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ღიად უარის თქმას ნიშნავს.

ევროკავშირი არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა. რუსეთისგან განსხვავებით, ის სხვა სახელმწიფოებს აღიქვამს თანასწორ პარტნიორებად და პატივს სცემს ხალხის არჩევანს. ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის.

სწორედ ამიტომ, ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს გახდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს, ბედნიერებისა და მშვიდობის მყარ და სამუდამო გარანტიებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია