Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრი მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

მეტი ემოცია, მეტი თავგადასავალი, მეტი საჩუქარი და მეტი სიახლე Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრის სტუმრობისას გელოდებათ.

ახალი გრანდიოზული აქციის ფარგლებში ავტომობილის შეძენის მსურველებს ცენტრი საუკეთესო ფასებს და საჩუქრებს გთავაზობთ: ამალფის საგზური, დაუვიწყარი იტალიური გარემო და ზღაპრული მზიანი სანაპირო, რომელიც სასიამოვნო ემოციებით გვმუხტავს ან საჩუქრების კომფორტ პაკეტი:

  • 6 თვიანი დაზღვევა
  • 500 ლიტრი საწვავი
  • 1 წლიანი სერვისი და ავტო ნაწილები

შეთავაზების ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გახდნენ პრივილეგირებული მყიდველები, ისარგებლონ აქციის ბენეფიტების სრული პაკეტით და შეარჩიონ ცენტრის ახალი მოდელებიდან მათთვის სასურველი - ახალი Jeep Grand Cherokee, განახლებული Jeep Wrangler, Alfa Romeo Stelvio და Giulia, RAM 1500, FIAT 500 Dolcevita ან ბიუჯეტური FIAT Tipo 5 წლიანი გარანტიით, რომლის ფასია 14’900.

კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც Jeep, Alfa Romeo, FIAT, Dodge და RAM-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების სურვილებს, პრეფერენციებს და ქართველ მომხმარებლებს გარდა სერიული მოდელებისა, ლიმიტირებულ - ბრენდების ექსკლუზიურ ფერებს და ვერსიებს სთავაზობს - Wrangler RUBICON 392 (470 ცძ) , Alfa Romeo Stelvio და Giulia Quadrifoglio (510 ცძ) Ferrari-ს ძრავით და RAM 1500 TRX (702 ცძ).

მომხმარებელთა კომფორტისთვის შესყიდვის სრული პროცედურა უმოკლეს ვადებში ცენტრიდან გაუსვლელად ხდება, თუ არსებული ავტომობილის განახლებას გეგმავთ, ისარგებლეთ Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრის Trade In პირობით და ჩააბარეთ კუთვნილი ავტომობილი უმაღლესი შეფასებით, აღნიშნული პროცედურა თავიდან აგარიდებთ თქვენი ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და დაგიზოგავთ დროს.

ცენტრიდან გაუსვლელად ხდება ასევე ავტომობილის შეფასება-ჩაბარების, გაფორმების, განვადებით სარგებლობის და ავტო დაზღვევის პროცედურები.

მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ და წი­ნას­წარ­ვე და­გეგ­მონ შერ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლის Test Drive.

Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენ­ტრი

0322307307

აკ. ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქ. 191

https://www.jeep.ge/

FB: www.facebook.com/jeepgeorgia/

FB: www.facebook.com/alfaromeogeorgia

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია