ირაკლი ზარქუა - ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას - დედა და მამას - მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში

ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ახალ კონსტიტუციურ პროექტს.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი არის, რომ “უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ამაში ფული აიღონ.”

“ჩვენ გუშინ დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ოჯახური ღირებულებების და ჩვენი მომავალი თაობის დაცვას. ამასთან დაკავშირებით არის კონკრეტული გამოწვევები, რომელიც ითქვა და გაიწერა პუნქტებად. პირველი არის, რომ ქორწინება და ოჯახის შექმნა შეეხებათ ქალსა და კაცს. ასევე იყო შვილად აყვანის თემების დარეგულირება, სქესის გადაკეთება და ა.შ. მთელი რიგი ნიუანსებია, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა, ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ახლა ეს ხელმოცარულები ცდილობენ, რომ იმ უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რომ ჩვენს იდენტობას, მართლმადიდებლობას, ეკლესიას, კულტურას, ეკლესიას, მენტალობას შეუტიონ და ამაში ფინანსებს იღებენ. ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში. არ აინტერესებთ ამათ. ამათთვის მთავარი არის, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ამაში ფული აიღონ. ასე რომ, ჩვენ ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით როგორც აქამდე მოვიგერიეთ, ქართველ ხალხთან ერთად, არაერთი შემოტევა ამ ხელმოცარულების და დაფინანსების მქონე პირების, მათ შორის მდიდარი “ენჯეოშნიკების”. ახლაც გავუძლებთ ქართველ ხალხთან ერთად და გავიტანთ გასატანს და დავიცავთ ჩვენს იდენტობას”, - აღნიშნა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო