ჩეხეთში დიმიტრი - არზაყან ემხუარის მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მემორიალური დაფის ავტორი ნუგზარ მგალობლიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მემორიალური დაფა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა მაისურაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში ნანა ჩაბრავა და საელჩოს სხვა წარმომადგენელი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ჩეხი მეგობრები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დიმიტრი ემუხვარის მემორიალის იდეის განხორციელების საქმეში.

ქართულ-ჩეხური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ვლადიმირ კრიზს, ჯოზეფ ჩერმაკს, მიხაილ ვენეჩეკს, ლუკაშ ბაბკას, ვლასტა მესტანკოვას, პაატა ბოკერიას, თეა მაისურაძეს და ნანა ჩაბრავას.

საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება: „ავტონომიური აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში