ბექა ოდიშარია - მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი

მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, არასერიოზულად და ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ“.

ოდიშარიას თქმით, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ახლოს არიან იმასთან, რომ 2024-ის არჩევნებზე კატასტროფული მარცხი იწვნიონ.

„მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან „კოლექტიური ნაცები“ იმასთან, რომ 2024-ის შემოდგომაზე იწვნიონ კატასტროფულ მარცხი, რაც გულისხმობს იმას, რომ, ბუნებრივია, ისინი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ. მაგრამ ასევე სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც ის იქცევა, არასერიოზულად, ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს და არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი. ასე რომ, ყველა ერთად კარგი გზით მიდიან, სწორი კალაპოტით და ამ კალაპოტში, რომელიც მარცხისკენ მიდის, ვუსურვებთ ზურგის ქარს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. „მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო