სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო, კინოგადაღებისა და აუდიოჩანაწერის გაკეთების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ სხდომა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი №1801).

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სხდომა 28 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერის შესაძლებლობასა და წესს, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს აღნიშნული უფლებამოსილებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ზღუდავს ინტერნეტმედიის მიერ სასამართლო სხდომის გადაღების/პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი უფლებამოსილებით არ სარგებლობს არც საზოგადოებრივი და არც სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას.

„მოსარჩელე მხარე აგრეთვე განმარტავს, რომ ინტერნეტმედიასა და სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს გააჩნია სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების მსგავსი სამართლებრივი ინტერესი. სადავო ნორმა კი, რამდენადაც გამორიცხავს სასამართლო სხდომის ინტერნეტმედიის მიერ გაშუქების შესაძლებლობას, იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას ამ უკანასკნელის მიმართ და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში