კირილ ბუდანოვი - ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან

ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთმა იცოდა საიდან მოვიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე.

„რისთვის დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო? - რამდენიმე ვარიანტია. პირველი - ეს, როგორც მათთან მიღებულია, [კრემლის] კოშკების “ბრძოლაა”, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნან. სხვა ვარიანტია - მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა, და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, კრემლში მოსკოვის ოლქში სროლაზე უკვე სამჯერ შეცვალეს მომხდარის ვერსიები, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. “უკრაინული კვალის” რამენაირად მიბმა სურდათ.

ბუდანოვმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლირებას შეძლებდა.

„გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს”, - განაცხადა ბუდანოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში