საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის საარჩევნო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის სასწავლო ვიზიტის მიმდინარეობისას მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ დელეგაცია თბილისში, საქართველოს საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეუთოს ეგიდით იმყოფება.

მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, მხარს დაუჭერენ თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას საარჩევნო პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური განვითარების ჭრილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო მართვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების დამკვიდრებას; ასევე ინფორმაციის, რესურსის, ცოდნისა და ზოგადად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასა და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლას და ა.შ;

„ბოსნია და ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვენ მრავალწლიანი, ნაყოფიერი და კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, ეს მემორანდუმი არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და დეკლარირება ამ კარგი თანამშრომლობის პრაქტიკის გაგრძელების იმ მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებით, რომელიც ჩვენ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლით და სხვადასხვა პროექტში ჩართულობით შეგვიძლია განვახორციელოთ. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის ამ დონეზე აყვანა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„მიმდინარე სასწავლო ვიზიტი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტებისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოსაწერად, რაც ჩვენს თანამშრომლობას აძლიერებს. გასულ წელს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისცა თანხმობა ხსენებული მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ბრწყინვალე შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ერთმანეთის გამოცდილების შესწავლა“, -აღნიშნა ირენა ჰადჯიაბდიჩმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში