დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან

პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გამოსავლის პოვნასთან ახლოს ვართ. ეს იმ პროდუქციის რაოდენობას ეხება, რომელიც შეიძლება პოლონეთში შემოვიდეს, მას შემდეგ რაც ჩვენ განვსაზღვრავთ, რომ ტრანზიტი პოლონეთის ბაზარს ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პოლონელი ფერმერებისა და უკრაინის ინტერესები უნდა დაიცვას.

„ჩვენ მეთოდებს ვეძებთ, რომლებიც მტკივნეული არავისთვის არ იქნება. სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს