საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი

საქართველოს უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სფეროში მუდმივად გამოირჩევა სასწავლო დარგში - განსაკუთრებული მიდგომებით. თანამედროვე მეთოდებითა და პრაქტიკული მოდულებით სავსე სასწავლო სილაბუსია ის, რაც მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებას გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა Apple-თან და მათთან თანამშრომლობლით ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი, ასეულობით სტუდენტს მიეცა საშუალება რომ მიეღოთ, სხვადასხვა პრაქტიკული ცოდნა დეველოპინგის მიმართულებით და სწორედ მათთან თანამშრომლობით მოხდა აღნიშნული მიმართულებების ინტეგრაცია ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამაში, ხოლო 2024 წელს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის, ინფორმატიკის დეპარტამენტი Apple-ს ავტორიზირებული ტრენინგ ცენტრი გახდა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს Apple-ის მიერ სერთიფიცირებული ტერენერებისაგან, ეს, სულ მცირე საქართველოს უნივერსიტეტის ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტისათვის უნიკალური შესაძლებლობაა.

ცენტრის ტრენინგ პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, რომ ცოდნა მიიღონ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის დეველოპინგი, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს გახდნენ IOS აპლიკაციების განვითარების ნაწილი.

ჯერ კიდევ 2008 წლიდან Apple Store-ის გაშვების შემდეგ, IOS აპლიკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სწორედ ამიტომ, 2015 წელს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტმა არაერთ start up-ს დაუჭირა მხარი აღნიშნული მიმართულებით და ყოველთვის ცდილობოდა, რომ მის სტუდენტებს და ყველა დაინეტერსებულ პირს ჰქონოდა სივრცე, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი იდეების სრულყოფას, რაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება, იქმნება სხვადსხვა ლაბორატორიები თუ ცენტრები.

აღნიშნული ცენტრის საშუალებით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაჩნდა, ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღოს კვალიფიციური ცოდნა Mobile App Development-ის მიმართულებით, სადაც მათ აღნიშნულ ცოდნას გადასცემენ საქართველოში, წამყავი პრაქტიკოსი ლექტორები.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა