ფაიგ ნაბიევი - იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა

დღეს რომ ერთად ვართ შეკრებილნი სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა, - ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაიგ ნაბიევმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველო მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის მყარი ხიდის როლს ასრულებს.

„ტოლერანტულ, ძმურ და მეგობრულ გარემოში ორგანიზებულ ამ იფთრის ვახშამზე თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება რომ მოგვეცა, ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. ეს ტრადიცია უკვე წლებია, გრძელდება. ამ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგად რესტავრირდა და აშენდა არაერთი მეჩეთი და სამლოცველო. მუსლიმური თემის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები. წლებია, ტრადიციად ჩამოყალიბდა იფთრის ცერემონიების გამართვა. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემისადმი გამოჩენილი ყურადღება და პატივისცემა კარგი ტრადიციაა, რასაც მუსლიმები ყველგან პატივისცემით აღვნიშნავთ“, - აღნიშნა შეიხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია