უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგული პოზიციების რაოდენობას - მტერი ვერსად გრძნობს თავს უსაფრთხოდ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე ვითარება ახლა რთულია, უკრაინელი დამცველები უფრო მეტ პოზიციებს იბრუნებენ, ვიდრე კარგავენ.

„ფრონტზე სიტუაცია მართლაც რთულია, მაგრამ ფრონტზე არც შეიძლება სხვაგვარად იყოს. რა თქმა უნდა, ყოველი დღე მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ჩვენი ჯარისკაცებისგან და ოფიცრებისგან. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვაზე ვართ, არამედ ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით წინ მივიწევთ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგულთა რაოდენობას“, - განაცხადა სირსკიმ.

მისი თქმით, მოწინააღმდეგემ ბოლო თვეებში საგრძნობლად გაზარდა საავიაციო აქტივობა, მართვადი ბომბების გამოყენებით, რომლებიც ანადგურებენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს.

„სულ რამდენიმე დღის წინ, მტრის უპირატესობა, გასროლილი საბრძოლო მასალის კუთხით, დაახლოებით 6:1 იყო“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში უკრაინელებმა მოახერხეს სიტუაციის გათანაბრება არტილერიით და ამან მაშინვე იმოქმედა ზოგად ვითარებაზე.

„მტერი ყოველდღიურად არა მარტო მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ადამიანურ ძალებსა და აღჭურვილობაში, არამედ ის ვერსად ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი", - განაცხადა მთავარსარდალმა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მტერმა დაკარგა 570-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 1 430 ჯავშანტექნიკა, თითქმის 1 680 საარტილერიო სისტემა და 64 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტროლის შენარჩუნებას მთავარ სიმაღლეებზე და თავდაცვით ტერიტორიებზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა, მაქსიმალურად ამოვწუროთ მტრის შესაძლებლობები, მივაყენოთ მას მაქსიმალური დანაკარგები და მოვამზადოთ რეზერვები შეტევითი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა სირსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია