რუსთავის მერიამ და პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, შშმ ბავშვთა მშობლებისთვის პროექტი ,,მწვანე შუქი” დაიწყო

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიამ სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანი და საბჭოს წევრი გრეტა წიწავა, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ პროექტ ,,მწვანე შუქის” ბენეფიციარებს შეხვდნენ.

,,პარლამენტის ინიციატივით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური გაძლიერების მიზნით, რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი დავიწყეთ. ეს პროექტი რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში ვფიქრობთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არსებული მუნიციპალური სერვისი, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და განვავითაროთ იმგვარად, რომ მასში მშობელთა გაძლიერებაც აუცილებლად იქნას გათვალისწინებული”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიციირებული პროექტ ,,მწვანე შუქის” მიზანი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

,,ქალების თემატიკა ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესებაში შემოგვიერთდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მისი მხრიდან იყო მყისიერი რეაგირება და ამ პრობლემის მყისიერი გათვითცნობიერება. მიხარია რა თქმა უნდა, რომ ჩვენი საპილოტე პროექტი პირველად იწყება რუსთავში და იწყება ქალი მერის მონაწილეობით, იმ საჭიროებების ზუსტად დანახვით, რომელიც დედებს და ამ შემთხვევაში შშმ ბავშვების დედებს აქვთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პროექტი ,,მწვანე შუქი” შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, პერსონალური ქოუჩის სერვისის და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას და ზოგადად, შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ,,კესანეში” გამართულ შეხვედრას ცენტრის დირექტორი ეკა ნოზაძე, შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრ ,,ილაპარაკეს“ დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები დაესწრნენ.

რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრი ,,კესანე” განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო