გიორგი ტყემალაძემ - 26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა,  საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას  მიიღებს

თბილისის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გამოსვლით დაიწყო. გიორგი ტყემალაძემ 26 მარტის მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსა და მის გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა.

გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

,,26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გულშემატკივარს ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ბიჭებს კი იმ თავგანწირვისთვის, რომელიც ამ ადამიანებმა მთელი შეჯიბრის დროს, განსაკუთრებით კი, 26 მარტს გამოიჩინეს, მადლობას ვუხდი’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილზეც ისაუბრა. მან ფედერაციის წარმომადგენლებს და ვეტერან ფეხბურთელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობით ორგანოს წევრს ლევან ჟორჟოლიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და კოლეგებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხი წარმოუდინა.

,,თქვენთან ერთად ლევან ჟორჟოლიანს გაწეული საქმიანობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 2017 წლიდან ლევანი საკრებულოს ერთ-ერთი შრომისმოყვარე და გამორჩეული წევრი იყო.

დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ, საპასუხისმგებლო პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საკრებულოში’’, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და ლევან ჟორჟოლიანს წარმატებები უსურვა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს