ლიბანში გაერო-ს ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა

ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების განცხადებით, მათი ოთხი მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

ლიბანის გაერო-ს დროებითი ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში პატრულირებისას ოთხი მშვიდობისმყოფელი მაშინ დაშავდა, როდესაც ჭურვი მათთან ახლოს აფეთქდა.

გაერო-ს სამშვიდობო მისია აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. სამხრეთ ლიბანში, გაერო-ს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

Reuters-ის ცნობით, ისრაელმა გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „

გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, დღეს დილით, რმეიშის რაიონში ისრაელის თავდაცვის ძალებს გაერო-ს მშვიდობისმყოფელების ავტომობილზე თავდასხმა არ განუხორციელებია“, - განაცხადა ავიჩაი ადრეიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს