31 მარტს, 11:00 საათზე, ანტიკორუფციული ბიურო წლიურ ანგარიშს წარადგენს.
მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, მ.აბდუშელიშვილის ქ.N1
31 მარტს 11:00 საათზე, “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების” ორგანიზებითა და “სტრატეგია აღმაშენებლის” მხარდაჭერით, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღისა და ზვიად გამსახურდიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
მის: გიორგი სააკაძის დაღმართი 10 (მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა)
საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634
31 მარტს, 13:00 საათზე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
მის: ქუთაისის დრამატული თეატრი, დავით აღმაშენებლის, N1
31 მარტს, 14:00 საათზე, როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატები და ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებენ.
თემა: როინ შავაძის მკვლელობის საქმე; ნაფიცი მსაჯულები და კამერის ჩანაწერები.
მის: ერწოს ქ. N11
საკ.: 599726565
31 მარტს, 14:00 საათზე, შშმ ბავშვები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
მშობლები მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის მიერ მიცემული პირობის შესრულებას. კერძოდ, შშმ ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის ძველ გრაფიკზე დაბრუნებას. სარეაბილიტაციო თერაპიების დამატებას, ასევე ბოტოქსის პროცედურის და ოპერაციების სრულ დაფინანსებას
მის: ინგოროყვას 7
საკ.: ნანა კინწურაშვილი 591 19 16 სსს59
31 მარტს, 19:00 საათზე, კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ საზეიმო ღონისძიებას მართავს. კორპორაცია მოწვეულ სტუმრებს „სფერო ინვესტის“ აქციებსა და საპატიო სიგელებს გადასცემს. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ღონისძიება საზეიმო ვახშმით დასრულდება.
მის: „სასტუმრო ბილტმორი“
საკ.: თათია არაბიძე 557003354