გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი გვეუბნება: მიხედეთ სასამართლო სისტემას, აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“ - ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, ჭიდაობით ევროკავშირში ვერ შევალთ

ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება - გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას - აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ის დედაქალაქში სასამართლოსთან დაკავშირებულ წარწერებს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ხელისუფლება ჩაბღაუჭებულია სასამართლო „კლანს“.

„რეალობა არის შემდეგი, ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება: გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას. აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“ და ამბობს, რომ არა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების დამცველი მოსამართლეები, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს.

რაც მთავარია ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, იმიტომ, რომ ასე ჭიდაობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, წინსვლა, რომელმაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილები, მაღალი ანაზღაურება, ნორმალური ცხოვრება, ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება, დემოგრაფიული ფონიც გამოსწორდება, ეს ამ პირობებში ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და „იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი“.

„ხომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ამ სასამართლოთი ევროკავშირში ვერ შევალთ. ამ ელიტური მმართველობით და ელიტური კორუფციით ევროკავშირში ვერ შევალთ. აი, ამ ივანიშვილის პარტიის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ევროკავშირში ვერ შევალთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რას გვეუბნება ევროკავშირი, აქ არის საუბარი იმაზე, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ.

კარგის მეტი არაფერი. თუ ბევრი მოსამართლე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და ნახავენ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო რა არის, ამაზე კარგს ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. მივესალმები, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი. რაც ნაკლები იქნება „კლანის“ წევრი მოსამართლე სასამართლო სისტემაში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2025
რამაზ საყვარელიძე - სანამ ძველ სახეებს, იდეებს და საქციელს არ შეცვლიან, ოპოზიციისკენ არ წავა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია „ნაცმოძრაობა, ეს კი უმეტესობაა
ექსკლუზიური შეთავაზება ევროკრედიტის პირველ მომხმარებლებს
საწყობის ეფექტიანობის საიდუმლო - თანამედროვე საპალეტე თაროები
„ჯეოსთილი“ - ხარისხისა და მდგრადი განვითარების 15 წელი საქართველოში