ვოლოდიმირ ზელენსკი - თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება - სიცოცხლეს შეუძლია გაიმარჯვოს

ჩვენ ვიცავთ თავს, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აღდგომის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ვულოცავ უკრაინელებს და ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვახსენებს სულის ძალას, რომელიც სიბნელის გამარჯვებას არ დაუშვებს. არ დაუშვებს ნების დაჩრდილვას. ის აერთიანებს ოჯახებს, ერებს და კონტინენტებს“, - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვაში.

მისი თქმით, რუსები ყოველდღე ცდილობენ, უკრაინელების ცხოვრების განადგურებას.

„ახლა არ არსებობს ღამე და დღე, როდესაც რუსული ტერორი არ ცდილობს ჩვენი ცხოვრების დანგრევას. წუხელ მათ ხალხის წინააღმდეგ კვლავ ისროლეს რაკეტები და Shahed-ის დრონები. მაგრამ ჩვენ თავს ვიცავთ, ვუძლებთ, ჩვენი სული არ ნებდება და იცის, რომ სიკვდილის აცილება შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს