გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად

არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა ჩართულია აბსოლუტურად ყველა სფეროში, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. მასზე უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად გადაიქცა.

„თუ კარგად ჩავეძიებით, არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კახეთში თავიდან ბოლომდე ჩართულია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები, ფაქტობრივად აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს, სადაც ფულის კეთება შეიძლება.

ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის გამდიდრების ხელისუფლებად.

რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ რაიმე გამოძიება გვინახავს ივანიშვილის მთავრობის პერიოდში? როგორც ძველი პრემიერ-მინისტრები, ისე ახალი პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართულია კორუფციაში. ასევე ის ჩინოვნიკებიც, რომლებიც ფაქტობრივად ფულის კეთებისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში და მეტი არაფერი აინტერესებთ.

მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეთ არის ხალხის უკეთესი ყოფა და უკეთესი ცხოვრება, მაგრამ მათი რეალური საქმე საკუთარი თავის გამდიდრებაა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია