იაგო ხვიჩია - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს - მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს - მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე "გირჩსა" და "ქართულ ოცნებას" შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მათი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია და ისინი ამით, რეალურად ქალთა უფლებებს იცავენ.

"ძალიან პოზიტიურად და დადებითად ვუყურებ არ შესაძლებლობას. მგონია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბევრი ასეთი შეთანხმება უნდა ხდებოდეს. ამ შეთანხმების ერთობლიობა არის პოლიტიკური პროცესი და ამ ვადაში რომ ერთხელ მაინც რაღაცაზე გახდა ეს შესაძლებელი, ძალიან მოხარული ვარ. კიდევ მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც "ქართულ ოცნებასთან", ისე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს.

ეს კანონპროექტი არის ჩვენი დიდხნიანი ბრძოლის შედეგი. პოლიტიკაში ჩვენ გვყავს ქალობის ნიშნით ადამიანები, რომლებიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი ისე, რომ არავის უთქვამს - "მე ვარ დაზარალებული". მსხვერპლის გარეშე მივიღეთ რეგულირება.

როდესაც აწესებ ადამიანზე კვოტას, ის ადამიანის თვალში აღიქმება არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც კვოტით მოქმედი. ძალიან მარტივ მაგალითად სამედიცინო სფერო რომ წარმოვიდგინოთ - თქვენ იცოდეთ, რომ ქალი ექიმები სამედიცინო დაწესებულებებში კვოტით მოხვდნენ, ხოლო მამაკაცებმა ნამდვილად მოიპოვეს ეს პროფესია, საკუთარ ჯანმრთელობას რომელს ანდობდით? თუ ამაზე დაფიქრდებით, მიხვდებით, რა გავლენას ახდენს ეს შეზღუდვა პროფესიაზე. ჩვენ ამით რეალურად ქალთა უფლებებს ვიცავთ," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია