„საქართველოს ბანკის“ საბანკო ნაკრები L გაუმჯობესდა - ისარგებლე კიდევ უფრო მეტი უპირატესობით

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვას და მათთვის ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას - ამ მიზნით, ბანკმა საბანკო ნაკრები L-ის პირობები გააუმჯობესა და საბანკო ტრანზაქციების შესრულებისას საკომისიოების დაზოგვასთან ერთად, მეტი უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„ნაკრები „საქართველოს ბანკის“ საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა და შესაძლებლობას გაძლევს, დაზოგო თანხა, რადგან იხდი მხოლოდ ნაკრების ღირებულებას და მასში შემავალი პროდუქტებითა და სერვისებით უფასოდ სარგებლობ. „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სხვადასხვა საჭიროების მიხედვით განსხვავებულ ნაკრებს - S, M და L ნაკრებს სთავაზობს.

განახლებული პირობები კი L პაკეტს ეხება და იგი სამ უპირატესობას აერთიანებს. ამიერიდან, მხოლოდ L ნაკრების მფლობელები: მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას PLUS ქულებით გადახდისას. ფასდაკლება იმოქმედებს PLUS ქულებთან დაკავშირებულ უკვე არსებულ აქციებზეც (ჯამური ფასდაკლება მაქსიმუმ 50%-მდე); დააგროვებენ 2-ჯერ მეტ PLUS ქულას AmEx PLUS ბარათით გადახდისას სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე. ამით ექნებათ შესაძლებლობა, გაორმაგებით ყოველთვიურად მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა მიიღონ; ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან სადებეტო ბარათით თანხის გამოტანას 10 000-ლარიანი დღიური ლიმიტით შეძლებენ.

საბანკო ნაკრების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრე „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს, მის გასააქტიურებლად კი ეწვიე „საქართველოს ბანკის“ მობილბანკს ან ინტერნეტბანკს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია