მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს

მგონია, რომ ამერიკის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს - მათ უნდა მოეხსნათ სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ახორციელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ის უსაფუძვლო სანქცირება, რომელიც ქართველი მოსამართლეების მიმართ განხორციელდა, სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს წარმოშობს, მათ შორის, სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას".

"მე მგონია, რომ ახალი ელჩის, ქალბატონი დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ქალბატონი დეგნანის პირობებში ეს არ შესრულდებოდა, იმიტომ, რომ ქალბატონ დეგნანს, როგორც ჩანს, სხვა მოტივაციები ჰქონდა, რაც ნამდვილად არ ჩანს ქალბატონი დანიგანის პირობებში. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში და მგონია, რომ მის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

უნდა დავიცვათ ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე მათ შორის, მით უმეტეს, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები და ამიტომ როგორც ჩხიკვაძის, ასევე სხვების მიმართ, უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ აგრესიას, ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც არიან იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ახორციელებს," - განაცხადა მდინარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია