ნინო წილოსანი - კვოტირება ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა - გუნდის პოზიციას ვეთანხმები

ეს პოლიტიკური პარტიები - "ლელოს" წარმომადგენლები იქნებიან, "ნაციონალური მოძრაობის", თუ კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსები, არასდროს უჭერდნენ მხარს კვოტირებას და ახლა მათი მხრიდან ამ თემაზე აპელირება ნამდვილად ფარსია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის არ ეთანხმება "გირჩის" მოტივაციას, რატომაც კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერენ, თუმცა საკუთარი გუნდის პოზიციას ეთანხმება.

"კვოტირება არის ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალება. რა თქმა უნდა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ქალების პოლიტიკაში შემოყვანის და მათი გაძლიერების რეალური რესურსი აქვს თითოეულ ინდივიდუალურ პარტიას. მე მიხარია, რომ 2 წლის წინ, პარტიის შექმნით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, როგორც შიდა პარტიულად, ისე ზოგადად, პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა დავიწყეთ და ამ სულისკვეთებას ინარჩუნებს "ქართული ოცნება" დღემდე, იმისა მიუხედავად, რას იტყვიან ჩვენი ოპონენტები.

ეს პოლიტიკური პარტიები - "ლელოს" წარმომადგენლები იქნებიან, "ნაციონალური მოძრაობის", თუ კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსები, არასდროს უჭერდნენ მხარს კვოტირებას. არც 2018 წელს, 2020-ში და არც 2023-ში. კონკრეტულ გვარებს გავასაჯაროებთ, ვინც ჩვენს მიერ ინიცირებულ ყველა ეტაპზე კვოტირების სისტემას არ დაუჭირეს მხარი და ახლა მათი მხრიდან ამ თემაზე აპელირება ნამდვილად ფარსია," - განაცხადა წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია