თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე - ეს არ არის შეთანხმება, ეს არის გარიგება და გარიგებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში ქალები გააძლიერონ, ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება მათი განდევნა პოლიტიკური, ეკონომიკური სივრციდან და ქვეყნიდანაც, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" და "გირჩი" ერთმანეთთან გარიგდნენ, რაც მიუღებელია.

"მაშინ როდესაც ყოველდღიურად ქალებს, მათ შორის, დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება, სიღარიბეში გაზარდონ შვილები, თუ იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეების იძულებით ემიგრაციაში მყოფი 70% სწორედ ქალები არიან, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერდნენ ქალები საქართველოში, ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება მათი განდევნა პოლიტიკური სივრციდან, ეკონომიკური სივრციდან და ქვეყნიდანაც. ეს არის ის მოცემულობა, რაც ივანიშვილის 13 წლიანმა მმართველობამ მოიტანა.

ეს არ არის შეთანხმება. ეს არის გარიგება და გარიგებები ადამიანების უფლებების ხარჯზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, არის ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ტრანზაქციული პოლიტიკა, რომელიც არ არის არც იდეებზე და არც ღირებულებებზე დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ ასეთი პოლიტიკის ადგილი მომავალ მრავალპარტიულ კოალიციურ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია