მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი - წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ, იტყვით ტყუილს? ვიტყვით, რომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას

წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი - ტყუილია ის, რომ ეს არის რუსული კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დაბრუნების შესახებ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არცერთი ფიზიკური პირი არ შედის. მისვე თქმით, ეს არის ორგანიზაციების ვალდებულება იმის შესახებ, რომ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები.

„რატომ შეიძლება ჩაეკეტოს ქვეყანას გზა ევროპისკენ, თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონის, რაც არის მიღებული აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოებას ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, თუ ტყუილს იტყვის, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს, მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი თუ ტყუილს ეტყვის, საბედნიეროდ, უკვე იმის ძალა გაგვაჩნია, რომ ვუთხრათ, - ეს არის ტყუილი! არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებას ვინ მიაწვდის არასწორ ინფორმაციას. ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია, ასე უბრალოდ "რუსული კანონია" და დამთავრდა, არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამაში, რა არის რუსული, არგუმენტი მეორე წინადადების სახით, ნებისმიერმა თქვენგანმა უნდა მოაყოლოს. დიახ, ტყუილია ის, რომ ეს არის რუსული კანონი. ვინ იტყვის ტყუილს, მნიშვნელობა არ აქვს და კიდევ ერთხელ დაბეჯითებით, ხაზგასმით და მკაფიოდ გიმეორებთ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს. ჩვენ, ქართველ ხალხს, ჩვენი პასუხისმგებლობიდან და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც, რაც არ უნდა თქვას, წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ - ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. თქვენ იტყვით ტყუილს და არასწორ ინფორმაციას? ვიტყვით, რომ თქვენ ამბობთ არასწორ ინფორმაციას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მდინარაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს