„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ბიზნესასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი შესაბამის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა.

ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა.

„მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის პრიორიტეტებიდან და საინვესტიციო პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, ასოციაციის წევრ ბიზნეს სექტორებთან ფონდის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი, დიმიტრი ხორავა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, აკაკი საღირაშვილი.

ბესიკ ბუგიანიშვილმა რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, ფონდის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებსა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ფონდის საინვესტიციო პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე საინვესტიციო პროექტებში ფონდის თანამონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს დიმიტრი ხორავამ გააცნო.

თავის მხრივ, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების ძირითადი სეგმენტისა და ბიზნეს მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მან მზადყოფნა გამოთქვა ფონდსა და ასოციაციის წევრ კომპანიების წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა ფორმატის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რაც მათ ინფორმირებულობას მეტად უზრუნველყოფს.

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ქვეყნისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დარგების განვითარების მიზნით, ფონდი შესაბამის სექტორთან შეხვედრებს შემდგომშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა