იაგო ხვიჩია - ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი

ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ერთი საკითხია "რუსული კანონი" და მეორე კვოტების, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას განმარტებით, ამ საკითხების ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს.

„ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ერთი საკითხია "რუსული კანონი" და მეორე კვოტების. მათი ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს. ჩემს კოლეგებს სიმშვიდეს ვურჩევდი, რადგან ეს არის გამარჯვებული თამაში - ყველასთვის გასაგებია, რომ "ქართულ ოცნებას" ახალ-ახალი საჩხუბარი კანონები შემოაქვს და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს მშვიდად უნდა ვაჩვენოთ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

კითხვაზე, მისი განცხადება, რომ ჭკუა ბევრს ქალს არ გააჩნია, არის დისკრიმინაციული, ხვიჩია პასუხობს, რომ „არც კაცს, ბატონი რომანიც ამაში გამყავს“.

„არც კაცს, ბატონი რომანიც ამაში გამყავს. ეს არის ის, როცა ფიქრის უნარი არ გააჩნიათ. რომელ საარჩევნო სიაში მოხვდნენ, ამის გამო ფიქრის უნარი დაკარგული აქვთ და ამ ხალხში გადის ბატონი რომანიც და დანარჩენი ქალბატონებიც”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს