საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - ინტერვიუ BTU-ს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან

საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები-სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით შემუშავდა. ის ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების გარშემო სისტემური ცოდნა აქვთ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ.

პროგრამის შესახებ დეტალურად მისი ხელმძღვანელი მიხეილ გოლიჯაშვილი გვესაუბრება.

რატომ გადაწყდა BTU-ში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის შექმნა?

ზოგადად, მსგავსი პროგრამა აუცილებელია, რომ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, შეიძინონ ის უმნიშვნელოვანესი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, რაც დღევანდელ გამოწვევებს პასუხობს. ეს გამოწვევები კი, ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის კავშირში. საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე არის ძალიან ბევრი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს მაგრამ, ძალიან იშვიათია ისეთი, რომლითაც უსაფრთხოების და ტექნოლოგიების აკადემიური დისციპლინების ერთდროულად შესწავლა ხდება. სწორედ ეს არის ჩვენი პროგრამის არსი, რომ ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს მივცეთ ცოდნა უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლების შესახებ, რაც მათ მომავალ კარიერაში, ამ სფეროში არსებული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარებათ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ინიციატორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო. ამ უწყებისთვის ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიონალების დასაქმება, რომლებსაც არა მარტო პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, არამედ გააჩნიათ კრიტიკული აზროვნებისა და თეორიული/აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

როგორ შეიქმნა თავად პროგრამა, მისი კურიკულუმი?

კურიკულუმი შეიქმნა იმ მიზნებიდან გამომდინარე, რასაც პროგრამა ისახავს. ეს, როგორც აღვნიშნეთ, ტრადიციული უსაფრთხოების მიმართულებებისა და ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, პროგრამისთვის შერჩეული იქნა საგნები როგორიცაა: ტერორიზმი, ფინანსური უსაფრთხოება, დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება, კიბერ ომი და კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო საგანი, რომლებიც სტუდენტებს არა მარტო ზოგადი უსაფრთხოების მიმართულებების შესწავლის, არამედ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას აძლევს.

ვინ ასწავლის სტუდენტებს აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე?

ალბათ, ეს პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწილია. ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე ასწავლიან, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ისე სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ეს უნიკალური გარემო სტუდენტებს წამყვანი კვლევითი ნაშრომების შესწავლისა და ამავდროულად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მოსაზრებების გაზიარების საშუალებას აძლევს.

ვის შეუძლია პროგრამაზე ჩაბარება? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მაგისტრანტობის კანდიდატი?

ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვს. ჩასაბარებლად საჭიროა საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება.

სწავლების პარალელურად, რა ბენეფიტებით სარგებლობენ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების პროგრამის მაგისტრები?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროგრამა თანამშრომლობს ისეთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა: საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული ბანკი და სხვა, სტუდენტებს მათ წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

ასევე სტუდენტებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლითი სემესტრის გავლის შემთხვევაში, ორმაგი დიპლომის მიღება შეუძლიათ.

სად და რა პოზიციებზე შეუძლიათ დასაქმდნენ კურსდამთავრებულებს?

მიუხედავად იმისა, რომ სამაგისტრო პროგრამა აქცენტს უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიებზე აკეთებს, სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობები ძალიან ფართოა. კურსდამთავრებულები აღჭურვილი იქნებიან ისეთი აკადემიური და პრაქტიკული ცოდნით რომ, მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ საჯარო სექტორში, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

რას ურჩევთ მათ, ვინც აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებას ფიქრობს?

ეს არის ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს. ასაკის, პრაქტიკული გამოცდილების და აკადემიური მიღწევების მიუხედავად, ეს სამაგისტრო პროგრამა ნამდვილად უდიდესი შესაძლებლობაა, რომ ერთობლივად ჩავერთოთ იმ საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც დღეს ნამდვილად უხვადაა.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია 4 აპრილამდე გრძელდება. საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის ღირებულება 2250 ლარია. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ღია კარის დღეზე დასასწრებად შეავსეთ შიდა სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით