ლევან დავითაშვილი - 5 000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა აშენდება და 1 000-მდე სოფელს მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომა შეეძლება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ციფრული ჰაბის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მუშაობა გაგრძელდება, რაც ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს, მეორე მხრივ კი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების" ფორმირებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პლატფორმაზე Do IT in Georgia, რომელიც ხორციელდება კერძო - საჯარო პარტნიორობის ფორმატში და IT პროფესიებში კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2024 წელს, ჯამურად 2000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.

„ინტერნეტიზაცია საქართველოს რეგიონებში მეტი ეკონომიკური აქტივობის და ზოგადად, მეტი ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1,000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია