ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია ბახმაროში არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის კურორტს

ბახმაროში მნიშვნელოვანია არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის ამ კურორტს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბახმაროში ხარისხიანი ინვესტიცია და ტურისტული ინფრასტრუქტურა გურიის რეგიონისთვის იქნება კონტრიბუტორი.

„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც საჯარო განხილვების და საზოგადოების ფართო ჩართულობით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა, ასევე გაიზარდა მიწის ღირებულება, რომელიც 2019 წლისთვის 165 ლარს შეადგენდა და დღეს უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე რეგიონმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო აუქციონებითაც, ეს იყო, თითქმის, 200 მილიონ ლარამდე ბახმაროში საინვესტიციო მიწის გაცემის შედეგად“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს