დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები ახლა პირდაპირი დაპირისპირების დონეზეა.

„მართლაც, ნატო-ს ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე უკრაინის კონფლიქტშია ჩართული. ნატო ჩვენი საზღვრებისკენ გადაადგილებას, ჩვენი საზღვრებისკენ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას აგრძელებს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი ამჟამად არ იგეგმება.

„პრეზიდენტი პუტინი დიალოგისთვის ღიაა. მას აქტიური საერთაშორისო დიალოგი აქვს მათთან, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარებით არის დაინტერესებული. პუტინი რთული, ზოგჯერ კი ძალიან რთული გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის ინტერესების ფარგლებში დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. ამჟამად, უმაღლეს დონეზე კონტაქტი არ იგეგმება“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს