„გურამიშვილის მარანი“ - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

საფრანგეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, Gilbert & Gaillard International Challenge „ცოლიკაური 2016“ უმაღლესი - ორმაგი ოქროს მედალით დაჯილდოვდა.

„ცოლიკაური 2016“ „გურამიშვილის მარნის“ ლიმიტირებული კოლექციიდანაა. ღვინო 2016 წლის საუკეთესო მოსავლისგან დამზადდა. ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში, რთველის დაწყებისას, ლეჩხუმში, ხელით დაიკრიფა. განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული ყურძენი, ყუთებით საგურამოში ჩამოიტანეს. სწორედ აქედან დაიწყო ყურძნის ღვინოდ ქცევის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც „გურამიშვილის მარნის“ მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი დავით გოგიჩაძე ხელმძღვანელობდა. სასმელი სპეციალურად შერჩეულ ფრანგულ მუხის კასრებში 9 თვის, ხოლო ბოთლებში - 1 წლის განმავლობაში დავარგდა.

„გამჭვირვალე, ჩალისფერი შეფერილობა მომწვანო ელფერით. ახასიათებს ციტრუსის, მწვანე ქლიავის, მუხისა და ვანილის სასიამოვნო ტონები. ღვინო გამოირჩევა თავისი ძლიერი სხეულიანობით, მრავალფეროვანი არომატებით, ხალასი გემოებითა და ავთენტური სტილით,“ - ასე შეაფასეს „ცოლიკაური 2016“ Gilbert & Gaillard International Challenge-ის ჟიურის წევრებმა.

„გურამიშვილის მარანის“ ძირითადი მიმართულება ქართლისა და დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და კლასიკური მეთოდით). აქ შეხვდებით ქართლის რეგიონის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორიცაა შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი და სხვა. „გურამიშვილის მარნის“ ღვინოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული, მათ შორის London Wine Competition, Mundus Vini, Decanter და სხვა.

თავად მარანი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილია. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. KTW ჯგუფმა მარანი პირვანდელი სახით აღადგინა და თავისი ისტორიული მნიშვნელობა დაუბრუნა. მათ შორის, აღდგა ჭავჭავაძისეული ვენახები, ქვევრები, ილიას და ოლღას ბუხრები. მარანს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე