ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა

ფინეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ვადებს ახანგრძლივებს. ამის შესახებ განცხადებას ფინეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტები 2024 წლის 15 აპრილის შემდეგაც იქნება ჩაკეტილი. გადაწყვეტილება ძალაში იქნება გაურკვეველი პერიოდით, “მაგრამ იმაზე დიდ ხანს არა, ვიდრე საჭიროა”.

„გარდა ამისა, 15 აპრილს ჩაიკეტება საზღვაო სასაზღვრო პუნქტები ჰააპასაარიში, ნიუიამაასა და სანტიოს პორტებში ტურისტული გემებისთვისაც”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსეთის მხრიდან საზღვაო გზით ფინეთში მიგრანტების გადაგზავნის მცდელობები შესაძლოა განახლდეს.

ფინეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ინსტრუმენტალური მიგრაციის განახლების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს