დევიდ კემერონი აცხადებს, რომ ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ მაიკ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს

ევროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერნმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ”, - განაცხადა კამერონმა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაში “რეალური როლი” უნდა შეასრულონ. კამერონმა ასევე მოუწოდა ევროპას თავისი ძალისხმევები გააორმაგოს, რათა თავდაცვაზე ხარჯების მშპ-ის 2%-იან საჭირო დონეს მიაღწიონ.

“ჩვენ გვჭირდება, რომ მათ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შევხვდეთ და ამ სახსრების გამოყოფისკენ ვუბიძგოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს ვერ აღწევს”, - განაცხადა კამერონმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს